საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ლეიდენის უნივერსიტეტის პროფესორ ლუკ ვერჰეის საჯარო ლექცია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ლეიდენის უნივერსიტეტის პროფესორ ლუკ ვერჰეის საჯარო ლექციას უმასპინძლა, რომელიც ნიდერლანდების სამეფოს საელჩოსთან თანამშრომლობით ლეიდენის უნივერსიტეტის პროფესორის რუდოლფ კლევერინგას პატივსაცემად ჩატარდა.

 

საჯარო ლექცია თსუ-ის ვიცე-რექტორმა ერეკლე ასტახიშვილმა, იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილემ ასოცირებულმა პროფესორმა გიორგი დგებუაძემ და ნიდერლანდების საელჩოს წარმომადგენელმა გახსნეს. პროფესორმა ლუკ ვერჰეიმ მონაცემთა დაცვის წესების გამოყენებაზე ისაუბრა და განიხილა 2018 წელს ევროკავშირის მონაცემთა დაცვის რეგულაციის (GDPR) ძალაში შესვლიდან დღემდე განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები და მათი გავლენა საქართველოზე.

 

ღონისძიებას ესწრებოდნენ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის წარმომადგენლები, უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი და სტუდენტები.

 

თარიღი: 01/12/2023